ახალი ამბები

ახმეტაში სახერხი საამქრო დალუქეს

როგორც knews.ge-ს გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ახმეტის მუნიციპალიტეტში აღმოჩნდა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო, სადაც განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი.
“სახერხი საამქრო დაილუქა. შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოს”, – განუცხადეს knews.ge-ს გარემოს დაცვის სამინისტროში.