ახალი ამბები

ლაგოდეხში ირაკლი ალასანიამ პარტიის ადგილობრივი ლიდერი წარადგინა

 ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას პარტიის ახალი წევრი და ლაგოდეხში პოლიტიკური ლიდერი ვახტანგ მჭედლიძე წარუდგინა. 
,,ვიმყოფებოდით როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში შევხვდით მოსახლეობას. მათი მთავარი პრობლემაა ბანკის ვალები, მოუწესრიგებელი გზები, დაბალი პენსიები, სოციალური დახმარების მოხსნა, სარწყავი წყლის არარსებობა, ახალგაზრდების დასაქმება და სხვა. ეს ხალხი ამ პრობლემების მოგვარებას ხელისუფლებისგან უიმედოდ ითხოვს. ჩვენ წარუდგინეთ ხალხს ჩვენი პარტიის ახალი წევრი და ლაგოდეხში პარტიის ლიდერი”, – განაცხადა ალასანიამ.