ახალი ამბები

გურჯაანელმა მოკრივემ ვენაში კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია

27 წლის ლევან დოლინჯაშვილმა ექვსრაუნდიან დაძაბულ შეხვედრაში ბელგიის წარმომადგენელი, ჯეიმს ჰაგენიმანა დაამარცხა. Leo Levani-ს მეტსახელით მოასპარეზე მოკრივემ ექვსი შეხვედრიდან ექვსივე მოიგო, მათ შორის სამში ნოკაუტით გაიმარჯვა. ლევან დოლენჯაშვილი 2015 წლიდან სუპერ საშუალო წონაში ავსტრიის სახელით ასპარეზობს. 27 წლის ლევანი რინგზე პირველად 2006 წელს გამოჩნდა. გურჯაანელი მოკრივეს ბრძოლის ამსახველი ვიდეო ავსტრიაში ქართული სათვისტომოს ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.