ახალი ამბები

თელავის თემის სოფლებში მუნიციპალური ნარჩენების დახარისხება დაიწყო

როგორც knews.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, 5 სოფელში – წინანდალში, ქვემო ხოდაშენში, ბუშეტში, ვანთასა და აკურაში დაიდგა ნარჩენების სეპარირებისათვის განკუთვნილი სპეციალური ურნები, სადაც პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენები მუნიციპალური ნარჩენებიდან გამოცალკევდება. უწყების ცნობით, სეპარირებული ნარჩენები განთავსდება შესაბამის საწყობში და შემდგომ კერძო სექტორი მათ გაიტანს და გადაამუშავებს. 
საპილოტე სეპარირების პროგრამა მიმდინარეობს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ქსელი“(CENN) ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ორ სამიზნე რეგიონში: კახეთის მუნიციპალიტეტსა და აჭარაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, თემებისა და მუნიციპალიტეტების დახმარებას ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაში.