ახალი ამბები

გურჯაანში 60 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი საკუთარმა მეგობარმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით დაჭრა. 
Knews.ge-ს აღნიშნული ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
,,ჩხუბის სავარაუდო მიზეზი ნასვამ მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა”,- განუცხადეს knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.