ახალი ამბები

თელავში ბაადურ ბალარჯიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

ღონისძიებას ქართველი პოეტები, სცენარისტის მეგობრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
„ბრწყინვალე ქართველ პოეტს ბაადურ ბალარჯიშვილს შუსრულდა 70 წელი. ყველასთვის ცნობილია, რომ თელავი არის შინაარსიანი და ძალიან საინტერესო ქალაქი. ამ აბრით, ბადურის ცხოვრებით და მისი შექმოქმედებით კიდევ უფრო საინტერესო და შინაარსიანი გახდა თელავი“. – განაცხადა პოეტმა დავით მაღრაძემ. 
ბაადურ ბალარჯიშვილი ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენარისტი იყო. ის, 2012 წლის თებერვალში, ავადმყოფობის შედეგად, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბალარჯიშვილი რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და „ხარება და გოგია“-ს სცენარის თანაავტორია.