რატომ კლავენ ადამიანებს თელავში

2015 წელს კახეთში მომხდარი 15 მკვლელობიდან 8 თელავში მოხდა. მოქალაქეები თავს დაუცველად გრძნობენ და ამბობენ, რომ დღის საათებში და განსაკუთრებით ღა­მით ქუჩაში მშვიდად გააადგილების ეშინიათ. შინაგან საქმეთა სამინის­ტრო კი კრიმინოგენული ვითარე­ბის გართულებას არ ადასტურებს.

მიმდინარე წელს თელავში უკვე ერთი ადამიანი, 50 წლამდე მეა­რღვნე ვეფხია გლურჯიძე ურთიერ­შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რო­მელიც პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა, გარ­დაცვლილის ნათესავია. ყველაზე გახმაურებული მკვლელობა კი გასული წლის ბოლოს ისევ თელა­ვში მოხდა. ლოგიკურად ყველაზე დაცულ ადგილას, პოლიციის შენო­ბის ეზოს ღობიდან ორ სამართალ­დამცავს ცეცხლი გაუხსნა სანდრო მეტრეველმა. გელა ლამაზოშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მაია ჯავახიშვილის გადარჩენას ექიმები მთელი დღის განმავლობასი ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. სასამართლომ კი სანდრო მეტრევე­ლი შეურაცხადად ცნო და ფსიქია­ტრიულ დაწესებულებაში იძულე­ბითი მკურნალობა მიუსაჯა.

საზოგადოების ნაწილი სკეპ­ტიკურად უყურებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ქალაქში გა­ვრცელებულია ინფორმაცია, რომ მეტრეველს დანაშაული გაუც­ნობიერებლად არ ჩაუდენია და პოლიციელები ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსის მოპოვების მო­ტივით მოკლა.

„რაც სასამართლომ სანდრო მტერეველი შეურაცხადად სცნო, ბევრ ადამიანს გაუჩნდა შიშის გრძნობა. ზოგიერთები ამბობენ, რომ პოლიციელები იმიტომ მოკლა, რომ ქურდობა უნდოდაო. თელაველების ნაწილი შოშობს, რომ მკურნალობის დასრულებისა და ქალაქში შემდეგ სანდრო მეტრეველის მსხვერპლი შესაძლოა კიდევ რომელიმე თელა­ველი გახდეს“, – აცხადებს თელავში ერთჶერთი მცხოვრები, რომელმაც სახელისა და გვარის დაფიქსირები­საგან თავი შეიკავა.

ფსიქოლოგი ნინო გოგიჩიძე მკვლელობის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. გოგიჩიძე ფიქრობს, რომ კონკურენციაზე ორიენტირებულ საზოგადოებაში ხშირად ადამიანი მეორე პერსონას კლავს საკუთარი ძალის დემოინსტრირების ჩვენე­ბის მიზნით. ის პიროვნების მიერ დანაშაულის ჩადენაში გარკვეუ­ლწილად საზოგადოებას აკისრებს პასუხისმგებლობას:

„სტრესული სიტუაცია არის ერთჶერთი მიზეზი, როდესაც ადამიანი გამოსავალს ვერ ხედავს. პიროვნებას ადამიანის მოშორებით ჰგონია, რომ კარგად იქნება. ეს ერთჶერთი ფორ­მაა, რომელიც ცნობიერების შეზღუ­დვას იწვევს. მეორე მიზეზი არის ის, რომ ძალის დემონსტრირება დამნაშავის ცხოვრებაში ყოველთვის იყო წარმატებული. ჰქონდა მიზნები. მაგალითად მოწონდა გოგონა, ბიჭი გალახა, გოგონა სათავისოდ გადმოი­ბირა. დემოკრატიული საზოგადოება ბოლომდე არ არის ფორმირებული და ავტორიტარული მმართველობის ფორმაა. იქ, სადაც კონკურენციაზე ორიენტირებული საზოგადოებაა, ყოველთვის ძალის დემონსტრირება უპირატესობის მოპოვების ერთჶერთი შესაძლებლობაა. ამ დროს ადამიანს ჰგონია, რომ მისთვის ყვე­ლაფერი დასაშვებია. ესეც შეიძლება იყოს ერთჶერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს და მიმართოს ამ უკიდურეს ფორმას”.

თელავის დემოკრატიული ჩარ­თულობის ცენტრის ხელმძღვანელი გახშირებული მკლელობების ერთჶერთ მთავარ მიზეზს სამართალდა­მცავების არაეფექტურ მუშაობას უკავშირებს. მაია ფურცხვანიძე, ასევე, საუბრობს დანაშაულის წამხალისებელთა დაუსჯელობაზე და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორი კრ­მინოგენულ სიტუაციას გაცილებით ართულებს.

„არ შეიძლება ყველა დანაშაული ფსიქიკური ჯანმრთე­ლობის პრობლემებს დავაბრალოთ და ხელი დავიბანოთ, რაც ასევე ხშირად გვესმის. რა თქმა უნდა ეს პრობლემაც არის ქვეყანაში და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრო­ბლემების მქონე ჩვენი თანამოქა­ლაქეებისათვის არ არის სათანადო სერვისები ხელმისაწვდომი. ალბათ საზოგადოებაშიც არის პრობლემა, აგრესიაა დაგროვილი, ბევრი არა­რეალიზებული მოქალაქე ცხოვრობს ჩვენს ირგვლივ, რომლებიც ვერც თავად აცნობიერებენ საკუთარ პრობლემებს და არც სისტემას გა­აჩნია სათანადო მექანიზმები, რომ დროულდ აღკვეთოს პოტენციური დანაშაული“.

ძალოვანი სტრუქტურში კი აცხა­დებენ, რომ განგაშის საფუძველს არ არსებობს და ქვეყანაში დანა­შაულის რიცხვი გაზრდილი არ არის. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კი სამართალ­დამცავ უწყებას თავის დამშვიდების ნაცვალდ დანაშაულის პრევენციის მიზნით ეფექტური ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ამ სერიოზული პრობლემის მოგვარებაში ყველა დარგის სპეცილისტი აქტიურად უნდა ჩაერთოს.