ახალი ამბები

თელავში მოკლული მამაკაცის საქმეზე ჯერ არავინ არ დაუკავებიათ

სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს. თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი ვეფხვია გლურჯიძე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, ის უცნობმა პირმა დაჭრა, დაჭრილი ტაქსით ცდილობდა საავადმყოფოში მისვლას, თუმცა გზაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გლურჯიძე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სოფელ ვარდისუბანში მეზობელმა სპიცით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.