სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ის ოჯახის ახლობლებმა და ნათესავებმა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელმა კუკური ჯამატაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, რომ მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. მისივე თქმით, გარდაცვლილს დედა ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაეცვალა.

„ყველა გაოგნებულია მომხდარი საზარელი ამბავით. არ ვიცით, რეალურად რა მოხდა. დედა დაეღუპა დილით და ის ქალბატონი თბილისიდან უნდა გადმოესვენებინათ. მეზობლები სახლს ალაგებდნენ და როდესაც მეორე სართულზე ავიდნენ, ბიჭი ჩამომხრჩვალი დახვდათ. სანამ თავს მოიკლავდა, დილით გამოვიდა ქუჩაში, მეზობლებს ელაპარაკებოდა და ეს ტრაგედია სულ რამდენიმე საათში მოხდა. ჩვენთვის უცნობია გახდა თუ არა დედის გარდაცვალება თვითმკვლელობის მიზეზი“, – განუცხადა knews.ge-ს კუკური ჯამატაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.