ახალი ამბები

ქალაქ თელავის საბავშვო ბაღებში საწოლის ინვენტარი განახლდა

ვიცე-მერის თენგიზ მთვარელიშვილის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალაქის ბაგა-ბაღებში პირველად განახლდა საწოლის ინვენტარი. 
,,თელავის ბაღებში აღნიშნული სახის ინვენტარი სრულად შეიცვალა. თელავის მერიამ საახალწლოდ ბაღებს 28 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ინვენტარი მათ შორის საბნები და ლეიბები გადასცა, თუმცა 350 წყვილი საწოლის ინვენტარი დამატებით შევიძინეთ”,-განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ თელავის ოთხი ბაღის სრულ რეაბილიტაციაზე გასულ წელს 1 000 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო დანარჩენ რამდენიმე ბაღებში 55 000 ლარი კი სამზარეულოების მოწყობას მოხმარდა.