ახალი ამბები

კახეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მორფოლოგიური კვლევა ჩატარდა

 ამ ეტაპზე დასრულებულია ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სეზონების კვლვები. ნარჩენების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო თევზაძეს თქმით, ზამთრის სეზონის კვლევა 7 დღის განმავლობაში თელავის ნაგავსაყრელზე განხორციელდა 25-დან 31 იანვრის პერიოდში.
მისივე თქმით, კვლევის პერიოდში ხდებოდა ნაგავსაყრელ პოლიგონზე ტრანსპორტირებული ნარჩენებიდან 100 კილოგრამი საანალიზო ნიმუშის აღება, აწონვა ზუსტი წონის დასადგენად და ცალკეულ კომპონენტად გადარჩევა.
,,კვლევა საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარდა. ის მიზნად ისახავს მონაცემების შეგროვებას საყოფაცხოვრებო ნარჩენების მორფოლოგიური შემადგენლობის შესახებ, რათა ამ ინფორამციის საფუძველზე შემუშავდეს შესაბამისი აქტივობები ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მოდელის დასანერგად”,- განუცხადა Knews.ge-ს ნინო თევზაძემ.