ახალი ამბები

თელავში ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები დაგლიჯა

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძრო–სამაშველო სამსახურები და პოლიციის ეკიპაჟები. როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, ადგილზე ქალაქ თელავის მერი, პლატონ კალმახელიძეც იმყოფება, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს თვალყურს ადევნებს. ,,მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს ხეებისგან ჩახერგილი გზის გასუფთავება”,– განუცხადეს knews.ge-ს მერიაში.