ახალი ამბები

ბუშეტის სვეტიცხოვლის ტაძრის რეაბილიტაციისათვის საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა

ფონდის ანგარიში გახსნილია საქართველოს ბანკში. ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში. ანგარიშის რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება “საქართველოს ბანკი”; ბანკის კოდი: BAGAGE22; გაგარინის ქ. 29ა, თბილისი, 0160, საქართველო
მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ჩვენი ბუშეტი; 
საიდენტიფიკაციო კოდი: 431174560
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE51BG0000000565428800
სოფელში არსებულ სავაჭრო ქსელებსა და მაღაზიებში განთავსებულია ტაძრის რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი შესაწირი ყუთებიც.
„არსებული მდგომარეობით ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი ადამიანი რიცხავს ხელფასიდან ყოველთვე ფონდის ანგარიშზე. იმედს ვიტოვებთ სოფლის დასაქმებული მაცხოვრებლებიდან ბევრს გაუჩნდება სურვილი, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ კეთილ საქმეში. რა თქმა უნდა მივესალმებით ყველა იმ ადამიანის დაინტერესებას და გვერდში დგომას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ჩვენს სოფელთან ან უბრალოდ აქვთ კარგი საქმის კეთების სურვილი“, – განუცხადეს knews.ge-ს საქველმოქმედო ფონდში „ჩვენი ბუშეტი“.