ახალი ამბები

სირიაში სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ინფორნაციას აზერბაიჯანის მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, იგი ავიაიერიშების შედეგად დეკემბერში გარდაიცვალა. ბესლან მუხტაროვი სირიაში 2015 წლის ოქტომბერში წავიდა და დაჯგუფება “ჯაბჰათ ალ ნუსრას” წევრი იყო. 
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას სოფელ ყარაჯალაშიც ადასტურებენ. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის ალასკარ სარდაროვის განცხადებით, გარდაცვლილი მუხტაროვი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. “ბესლანი რამდენიმე წლის წინ თურქეთში იყო წასული, მაგრამ არ ვიცი როდის გადავიდა სირიაში”, – განაცხადა ალასკარ სარდაროვმა.