ახალი ამბები

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამით გურჯაანში 19 000 ბენეფიციარი ისარგებლებს

პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება უკვე დაიწყო. გამგეობაში აცხადებენ, რომ ბარათები ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს უკვა გადაეცათ. 
,,წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამ პროექტში ჩაერთვება დაახლოებით 19 000 ბენეფიციარი, რომელსაც 0,25 ჰა დან 1,25 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი გააჩნია. პროექტის მოსარგებლეებს კი, რომელთაც მრავალწლიანი კულტურების ნარგავები გააჩნიათ, „აგრო ბარათზე“ ქულები 1 მარტიდან დაერიცხებათ”,- განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-დან 1.25- ჰა-ს ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათს 1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით. ისინი 50 ლარიანი აგრო ბარათითაც ისარგებლებენ. მცირემიწიან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ,,აგრო ბარათით“ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო საქონელი – სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს 2013 წლიდან ახორციელებს.