ახალი ამბები

ყვარლის საკაბელო ოპერატორი სამაუწყებლო არხებს სათანადო ლიცენზიის გარეშე გადასცემდა

უწყების ცნობით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ი/მ “პაატა აბრალიშვილი” გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის გამო წერილობით გააფრთხილეს.
ინდივიდუალური მეწარმე სათანადო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გადასცემდა სამაუწყებლო არხებს: “იმედს”, “მაესტროს”, “TV 11”-ს, “Индия ТВ”-ს, “Боец ТВ”-სა და “RU TV”-ს. “ი/მ “პაატა აბრალიშვილმა” დაარღვია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენცია, “ისმო” საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონები. კომისიის გადაწყვეტილებით, იურიდიულ პირს ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა დაევალა”, – განაცხადეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.