ახალი ამბები

სოფელ თეთრიწყლების 11 მოსახლეს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი მიენიჭა

გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა მოქალაქეებმა სპეციალურ კომისიას სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივებს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების შესახებ გამგებლის მოადგილემ დავით ნაპირელმა აცნობა.
,,თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში (თეთრიწყლები, კობაძე, პანტიანი, სეროდანი, ნადიკვარი) მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი იმ პირებს მიენიჭათ, რომლებმაც განცხადებით მიმართეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას. აღნიშნული სტატუსი ამ დროისთვის საკუთარი განცხადების საფუძველზე 11 მოქალაქეს მიენიჭა. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი პირველ ეტაპზე მიენიჭათ სოციალურად დაუცველ პირებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან მაღალმთიან დასახლებაში. შემდგომ ეტაპზე იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ და რეგისტრირებული არიან მაღალმთიან დასახლებაში და განცხადებით მიმართეს თელავის მუნიციპალიიტეტს გამგეობას. ამ დროისთვის სოფელში 200 -მდე მოქალაქეს მიენიჭა სტატუსი”,– განუცხადა knews.ge-ს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა ჩაკვეტაძემ.