ახალი ამბები

დედოფლისწყაროს საკრებულომ სოციალურ პაკეტში ცვლილებები დაამტკიცა

დედოფლისწყაროს გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში არსებული სოციალური შეღავათების მიღება გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება. 
,,სოციალური პაკეტით და სიახლით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა, ნაცვლად 100 ათასისა, 150 ათასსა და ნაკლებს შეადგენს. აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვებიან მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და არა ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეები”,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებსაც შეეხო. სოციალური დახმარების მისაღებად ოჯახი მებრძოლის გარდაცვალებამდე უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული.