ახალი ამბები

კახეთში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბური მეტრია

საბჭოს ანგარიში გაზისა და ნათვობის ამერიკული კომპანია Frontera Resources-ს ინფორმაციას. ანგარიშსს “დასავლეთის ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავ ზღვის რეგიონისთვის და მის გარეთ” ეკონომიკური პორტალი bpn.ge ავრცელებს.
ანგარიშის ავტორის, არიელ კოენის აზრით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მინიმუმდე დაიყვანოს. ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანია Frontera Resources-მა აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგის აღმოჩენის შესახებ წინასწარ დააანონსა. კომპანიის ინფორმაციით, “სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში” ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.
“თუ აღმოჩენილი გაზის მარაგის მოცულობას დამოუკიდებელი წყაროები დაადასტურებენ, ხოლო გეოპოლიტიკური გამოწვევები წარმატებით მოგვარდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც დაბალი შემოსავლის ქვეყანაა, შეძლებს გაზის იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. “სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსი” შეძლებს გაზის მიწოდებას თურქეთში, რუმინეთში, უკრაინასა და ევროპულ ბაზრებზე. საქართველოს შეუძლია, განახორციელოს გაზის ექსპორტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე თხევადი გაზის მცირე ტერმინალით, ან თურქეთში გაყვანილი მთავარი საექსპორტო გაზსადენითა და ასევე ტანაპით”, – აღნიშნავს აშშ-ის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი არიელ კოენი. 
ამერიკელი ანალიტიკოსის ინფორმაციით, დღეს საქართველო თურქეთსა და ევროპაში, დღეში, დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტს უზრუნველყოფს. არიელ კოენის შეფასებით, მომავალში ენერგორესურსების ექსპორტისგან მიღებულ უზარმაზარ მოგებას შეუძლია აქციოს ეს ქვეყანა მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ და უზრუნველყოს ფინანსური ბაზა ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებისთვის და სოციალური დაცვის გაუმჯობესებული სისტემისთვის.
“საქართველოს დღეს სჭირდება მეტი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა, რომლის გარეშე უცხოური ინვესტიციების ფართოდ მოზიდვა რთული იქნება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა გახდეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი”, – წერს კოენი.