ახალი ამბები

დღეს სიღნაღის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

სპექტაკლი მურად ვაშაკიძის რეჟისორობითა და თამაზ ბიბილურის იმავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დაიდგა. პრემიერა დღეს 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო 10-11 თებერვალს კი წარმოდგენის განმეორებითი ჩვენება გაიმართება. ბილეთების შეძენა სიღნაღის თეატრის სალაროშია შესაძლებელი.