ახალი ამბები

თელავის უნივესიტეტი სამხედრო პირებისთვის კონცერტს გამართავს

Knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ კონცერტზე, სხვა ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება სტუდენტების მიერ მომზადებული, ,,სტუდენტური დღეები-2015“- ის გამარჯვებული ნომერი – ,,ჩვენ, ქართველები“.
ღონისძიებას გვარდიის სარდალი, გენერალი ლევან გამყრელიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონცერტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობის ფარგლებში აწყობს.