ახალი ამბები

ახმეტაში უსინათლოებს ხელის რადიოსა და მაჯის ხმოვან საათებს გადასცემენ

,,უსინათლო ადამიანები ნაწილობრივ იმყოფებიან ინფორმაციულ ვაკუუმში, უჭირთ გადაადგილება. გადწყვიტეთ, რომ უსინათლო პირებს რამდენიმე საჭირო ნივთი შევუძინოთ”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა, თამარ ყეინიშვილმა.
უსინათლო პირებისათვის გადასაცემი ნივთებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვრ გამოიყო. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მსურველებს ხმოვანი საათები შესაბამისი განაცხადისა და საბუთების წარდგენის შემდეგ გადაეცემათ.
მათ, 31 მარტამდე, უნდა წარადგინონ განცხადება; პირადობის მოწმობა; ადმინისტრაციული ერთეულიდან გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და ინვალიდობის მოწმობის ასლი.