ახალი ამბები

თელავის სამუსიკო სასწავლებელში ფოლკლორის კაბინეტი გაიხსნა

ტრადიციული სიმღერების შემსწავლელი კაბინეტს, რომელიც ცნობილი თელაველი ფოლკლორისტის ზაქარია ჩხიკვაძის სახელობის იქნება, ანსამბლ „პატარა კახის“ ხელმძღვანელები ბექა და გოჩა ბიძინაშვილები უხელმძღვანელებენ. 
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, კაბინეტის მიზანი იქნება ექსპედიციების საშუალებით შეაგროვოს ის მდიდარი მასალა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ცალკეულ ოჯახებსა თუ სოფლებში. 
,,კაბინეტის პრეზენტაციაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მას ეწოდოს ტრადიციული მუსიკის კაბინეტი, რათა მოიცვას არა მხოლოდ ხალხური მუსიკა, არამედ საგალობლების მდიდარი სამყარო. ამ ეტაპზე კაბინეტის ფართი და მისი აღჭურვილობა ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე განხორცილედა”,- განუცხადა Knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.
ფოლკლორის კაბინეტის გახსნას ესწრებოდნენ თელავის ვიცე მარი თენგიზ მთვარელიშვილი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ელენე ღარიბაშვილი და ფოლკლორის კათედრის პროფესორები, მათ შორის, ზაქარია ჩხიკვაძის შვილთაშვილი ნინო ღამბაშიძე.