ახალი ამბები

კახეთის 31 სკოლაში შეწყვეტილი სასწავლო პროცესი განახლდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ინფორმაციიით, რიგ სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის ვადის გაგრძელების აუცილებლობა აღარ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონის 31 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 27 იანვარს შეწყდა. 18 სკოლის შემთხვევაში მიზეზი დიდთოვლობა გახდა, ხოლო ყვარლის რაიონის ექვს და ახმეტის მუნიციპაიტეტის შვიდ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა გრიპის ვირუსის საყოველთაო გავრცელების გამო შეჩერდა. 
,,იმ სკოლებში სადაც სასწავლო პროცესი შეჩერდა, გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება”, – განაცხადეს თამარ სანიკიძის უწყებაში.