ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია – მერები და გემგებლები არ არიან დამოუკიდებლები

 მისივე მტკიცებით, რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას სხვა პირები ახდენენ. 
“თვითმმართველობის რეფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც თვალყურს ადევნებს რესპუბლიკური პარტია. დღეს მერები და გემგებლები არ არიან დამოუკიდებლები. ჩვენ მათ მივეცით თავისუფლება, მაგრამ ეს არ არის ფინანსური კუთხით უზრუნველყოფილი, რომელიც აუცილებელია მათი დამოუკიდებლობისათვის. ისინი ანგარიშვალდებულებას გრძნობენ არა საკუთარ ამომრჩეველთან, არამედ თავის პარტიულ ლიდერებთან ან გუბერნატორთან ან სხვა ხელმძღვანელებთან. ძალიან ცუდია, რომ მათ არ აქვთ ანგარიშვალდებულების გრძნობა საკუთარ მოსახლეობასთან. არის რამდენიმე მუნიციპალიტეტი და საკრებულო, სადაც დღეს მიმდინარეობს იმ ტიპის პროცესები, რომ არ ღებულობენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრები. ამ გადაწყვეილებაში სხვებიც ერევიან“, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა სამნიძემ თელავში მოსახლეობასთან შეხვედრის დარულების შემდეგ. 
რესპუბლიკურმა პარტიამ მოქალაქეებთან შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „ღია საუბარი რესპუბლიკელებთან“ გუშინ თელავიდან დაიწყო. 
ხალხი და თვითმმართველობა, ეკონომიკური და სოციალური საკითხები, განათლება და ახალგაზრდობა, ეს ის საკითხებია, რომლებიც პარტიის ლიდერებმა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად განიხილეს. მათ რეგიონში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.