ახალი ამბები

გომბორის უღელტეხილზე ნებისმიერი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში Knews.ge-ს განუცხადეს, რომ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-გომბორი-თელავის მაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობისას მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება საჭირო აღარ არის და ნებისმიერი ავტომანქანას გადაადგილება თავისუფლად შეუძლია.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზეც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შესაბამისად, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორი დღის განმავლობაში შეზღუდული იყო. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.