ახალი ამბები

გომბორზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია

ვაზიანი-გომბორი-თელავის მაგისტრალზე ავტომობილებს გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით და ზამთრის საბურავებით შეუძლიათ. გომბორის უღელტეხილის გარდა, რეგიონში ყველა საავტომობილო გზაზე გადაადგილება თავისუფალია. შეზღუდვები მოიხსნა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზეც.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შესაბამისად, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია.
რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.