ახალი ამბები

ამერიკული ნაგვის გადამტანი მანქანა თელავში თვენახევარში ჩამოვა

100 000 დოლარზე მეტად შეფასებული ნაგავმზიდი ქალაქს აშშ-ს საგრაფო კატავბამ გადასცა. თელავის მერის ინფორმაციით, მანქანა თვენახევარში საქართველოში ჩამოვა.
,,აშშ-ს კატავბას საგრაფომ და კომპანია ,,რიფაბლიქ სერვისმა”, რომელიც ჩრდილო კაროლინას შტატში ახორციელებს ოპერირებას მყარი ნარჩენების მართვისა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თელავისთვის უსასყიდლოდ გადმოეცა სპეიალური მანქანა. ნაგამზიდი შეფასებულია 100 ათას დოლარად, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. დააახლოებით ერთ კვირაში მოხდება მისი ტრანსპორტირება და საქართველოში, სავარაუდოდ, თვენახევარში ჩამოვა”, – განაცხადა knews.ge-სთან პლატონ კალმახელიძემ.
ნაგავმზიდის ტრანსპორტირებას, რომლის ღირებულებაც 65 ათას დოლარს შეადგენს, უზრუნველყოფს აშშ-ს განვითარების სააგენტო.