ახალი ამბები

კახეთში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს გადააჭარბა

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

,,დიდთოვლობის გამო საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი ამ დრომდე არ შეწყვეტილა. უკვე 2 დღეა გადაუღებლად თოვს, თუმცა გზები რეგულაურად იწმინდება, სატრანსპორტო საშუალებებისათვის გადაადგილება აკრძალული არ არის”, – აცხადებს knews.ge-სთან კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი.

რაც შეეხება კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს, ცენტრალურ გზებზე ტექნიკურ მარილს ინტენსიურად ყრიან, მუშაობს სპეც. ტექნიკა. თუმცა, ამ დრომდე არ გაწმენდილა ქალაქების შიდა გზების ნაწილი და საფეხმავლო ბილიკები.