ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ვაჩნაძის ქუჩის რეაბილიტაციაზე 190 871 ლარი დაიხარჯება

მათი თქმით, ასფალტი დაზიანებულია, რაც გადაადგილებაში უშლით ხელს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 190 871 ლარი დაიხარჯება. 
,,აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციისთვის უკვე გამოყოფილი გვაქვს საჭირო თანხა. გაზაფხულის დადგომისთანავე დაიწყება აქტიური სამუშაოები და ვაჩნაძის ქუჩაზეც გვექნება ახალი ასფალტის საფარი. ასევე გაზაფხულიდან ახალი ასფალტის საფარი დაიგება გოგებაშვილის, გ. ტაბიძის, თამარის, ა. ნატროშვილის და სკოლის ქუჩებზეც”,- განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.