ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში 90 ადამიანი დასაქმდება

90 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი აღმზრდელის და დირექტორის პოზიციაზე 15 დეკემბერს გამოცხადდა, განაცხადების მიღება კი 24 დეკემბერს დასრულდა. 
ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კონკურსი 20 ბაღის დირექტორის და 69 აღმზრდელის პოზიციაზე იყო გამოცხადებული.
თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, გიორგი კოჭლოშვილის განცხადებით, 90 ვაკანსიაზე 187 განაცხადი იყო შესული, საიდანაც მეორე ეტაპზე 141-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. 
,,გასაუბრება ამ ეტაპზე გაიარა 36-მა აპლიკაცია, რომელთაც განაცხადი გამგის პოზიციაზე ჰქონდათ შემოტანილი. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: პირველია აპლიკაციის შეფასება-შერჩევა და მეორე – გასაუბრება. სულ შემოვიდა 187 განაცხადი და პირველი ეტაპი 141-მა კონკურსანტმა გადალახა. ამჟამად მიმდინარეობს მათთან გასაუბრების ეტაპი. გამგის 20 პოზიციაზე გასაუბრებაზე გადავიდა 36 კანდიდატი, ხოლო აღმზრდელების პოზიციაზე105 პირი. გასაუბრება 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება’’,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი კოჭლოშვილმა.