ახალი ამბები

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საპიკნიკე ფარდული აშენდა

ადმინისტრაციაში, ასევე, მიმდინარეობს ვიზიტორთა სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოში knews.ge-ს განუცხადეს, რომ სასტუმროში ფუნქციონირებას დაიწყებს 7 ნომერი, რომელიც 30 ადამიანს მოემსახურება. სასტუმროსთან აშენდება სწრაფი კვების ობიექტიც. სამუშაოები ფონდი ქართუს, კავკასიის ბუნების ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
კავკასიის ბუნების ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციაში, ასევე, დასრულდა სანჰიგიენური კვანძის სარეაბლიტაციო სამუშაოები.