ახალი ამბები

თელავში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება

ქალაქის მერის ინფორმაციით, ბიუჯეტიდან კამერების შეძენისა და მონტაჟისთვის ჯამში 100 ათასი ლარი გამოიყო. კამერების განთავსება მას შემდეგ გახდა საჭირო რაც ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიოდური სანათები დაზიანეს. დეკემბერში აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 კამერა უკვე დამონტაჟდა.

,,კამერებით ქალაქის ცენტრალური ნაწილის აღჭურვა წელს დაიწყება. მიზნობრიობა კამერების განთავსებისა არის ის, რომ დავიცავთ თითოეული მოქალაქის უფლება და ქალაქის ქონება. 2 სათვალთვალო კამერა უკვე დამონტაჟებულია ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან ეფექტური საშალება იმისთვის, რომ დავიცვათ ქალაქის ქონება, ასევე თელაველებისა და ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება. ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა 50 ათასი ლარი რასაც კიდევ დამატეთ ამდენივე თანხა. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გავზარდოთ თანხა კამერების განთავსების მიზნით იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული თანხით ქალაქის ძირითად ნაწილს ვერ ავითვისებთ. სამომავლოდ ვაპირებთ ლოკალური ქსელის გაყვანას და მისი მუშაობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა Knews.ge-სთან პლატონ კალმახელიძემ.

თელაველები კამერების ქალაქში განთავსებას დადებითად აფასებენ. მარინა მთავრიშვილის თქმით, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება აუცილებელია. 

,,მივესალმები ამ პროცესს. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ თუ კონტროლი არ არის, ვერაფერს ვინარჩუნებთ. ცოტა ხნის წინ ახლად დამონტჟებული გარეგანეთების ნათურები დაამტვრიეს, სკვერებში განთავსებულ სკამებს აზიანებენ, ასევე სანაგვე ურნებს. კარგი იქნება თუ კამერების მეშვეობით გაკონტროლდება ქუჩების დანაგვიანების საკითხიც და მერია შესაბამის ზომებს მიიღებს“, – აცხადებს მთავრიშვილი.