ახალი ამბები

სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან

მინისტრმა უწყების სხვადასხვა სამსახურების, დეპარტამენტების, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილები გახშირებული გამოძახებებისთვის გამოიყენონ.

,,სასწრაფოებს მივმართავ რეკომენდაციით, იგივე ეხება რაიონულ სამსახურებს, მენეჯერები ცოტა ხნით ჩამოვიდნენ საკუთარი მანქანებიდან და საზოგადოებრივო ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ. ყველას აქვს საკმარისი ხელფასი ამისთვის. ეს მანქანები გამოიყენეთ იმისთვის, რომ ამ კატეგორიის გამოძახებებზე გაიდნენ სწორედ ეს მანქანები”, – განაცხადა სერგეენკომ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე კი მენეჯერებს მოუწოდებს, სამსახურებში არ დაუშვან ავადმყოფი თანამშრომლები. “მენეჯერებს ვთხოვ, არ დაუშვან ავადმყოფები სამუშაო ადგილებზე, იმიტომ, რომ ისინი სხვებსაც გაუხდიან ავად თანამშრომლებს. იგივე ეხება სკოლებსაც”, – აცხადებს იმნაძე.

შეგახსნებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის კახეთის რეგიონში ქიმთან გრიპის თაობაზე მიმართვიანობის 4577 შემთხვევა დაფიქსირდა. ,,გრიპის პიკი გვქონდა დეკემბრის შუა რიცხვებისთვის, ამ ეტაპზე პაციენტების მომართვიანობის რიცხვმა იკლო. თუმცა გრიპის მეორე პიკს თებერვალში ველოდებით. ღორის გრიპის (H1N1) სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა, განსხვავება მცირეა, ამიტომ ყველამ დროულად უნდა მიმართოს ექიმს. დღეისათვის კახეთის რეგიონში გრიპის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები არ გვაქვს. ბოლო კვირის მანძილზე რეგიონში 495, აქედან თელავში 188 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩემი რეკომენდაცია, რომ გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე დროულად მიმართონ ექიმს. სველი წესით დაალაგონ ოთახები, დღეში ორჯერ გაანიავონ სახლი, ხელები კარგად დაიბანონ და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მაშინ, როდესაც აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები, ატარონ პირბადე“, – განაცხადა knews.ge-სთან ნელი ხიზანივილმა.

მისისვე განმარტებით, იმ შეთხვევაში თუ პაციენტს გრიპის სიმპტომები აღენიშნება, მოერიდოს თვითმკურნალობას და მიმართოს ექიმს.