ახალი ამბები

კახეთში დროშის დღე საზეიმოდ აღინიშნა

ადმინისტრაციის ცნობით, დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონებიდან დაიწყო. ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ღონისძიებები 11:00 საატზე დაიწყო. ლაგოდეხის გამგებლის კახა ჯამბურიამ ,,knews.ge”-სთან ეროვნული სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

,,დღეს ლაგოდეხში საზეომოთ ავღმართედ საქართველოს დროშა. ღონისძიებაში ჩართული არიან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ჩვენი გამგეობის თანამშრომლები. წელს ლაგოდეხში ეს პირველი პრეცენდენტია, და სასურველია, გაგრძელდეს. პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ინიციატივა სახელმწიფობერივი კუთხით გაგვაძლიერებს და საზოგადოებაში ერთიანობის, სიმტკიცისა და მომავლის იმედს ჩაგვისახავს”, – აცხადებს ჯამბურია.

თესაუს თვითმმართველობის პრეზიდენტის, თენგო კუკუნაშვილის განცხადებით, დროში აღმართვის ტრადიცია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. ,,მიხარია, რომ სტუდენტებს მოგვეცა საშუალება და მივიღეთ მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, როგორიც დროშის აღმართვის ტრადიციაა ქვეყანაში”, – აღნიშნავს კუკუნაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.