ახალი ამბები

პანკისის ხეობიდან სირიაში ექვსი შვილის დედა გადავიდა

მისი თქმით, დახურულ შეხვედრაზე, რომელიც ხუთი სამინისტროს წარმომადგენლებთან გაიმართა, საუბარი შეეხო, ექვსი შვილის დედის საკითხს, რომელმაც დაახლოებით თვენახევრის წინ, საკუთარ მცირეწლოვან შვილებთან ერთად თურქეთის საზღვარი გადაკვეთა და სირიაში გადავიდა. 
ქალბატონის სირაში წასვლას, მისი ოჯახი არ ადასტურებს. როგორც სააგენტო ,,პირველთან” ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ აქვთ, რომ მათი რძალი შვილებთან ერთადაა და უახლოეს ხანში საკუთარ მშობლებთან, დანიაში აპირებს გადასვლას.
მათივე თქმით, ოჯახს სირიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, მათთვის უცნობია.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ ფაქტი მისთვის ცნობილი იყო, თუმცა განაცხადა, რომ არ იცის, ეს სიმართლეა თუ არა.
„არ ვიცი სიმართლეა თუ არა ის, რაც გვითხრეს. რომც იყოს სიმართლე, არაფერი კავშირი არ აქვს იმ საერთო პრობლემასთან, რომელზეც ვისაუბრეთ, რადგან ამ შემთხვევაში, საუბარია მცირეწლოვან ბავშვებზე. ჩვენ ვერ ავუკრძალავთ საზღვრის გადაკვეთას ქალბატონს, რომელიც მიდის ძალიან პატარა ბავშვებთან ერთად. ესა არაა არც ისლამი, არც რადიკალიზმი, არც ვაჰაბიზმი, ამიტომ აქამდე თუ მივედით, შესაძლოა, ხვალ ჩვენც რაღაცის გამო, ვინმემ სადმე გადასვლა აგვიკრძალოს. ამ მიმართულებით შს სამინისტრო ძალიან კარგად და ეფექტურად მუშაობს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.