ახალი ამბები

ლაგოდეხში დაკარგულ მონადირეებს ეძებენ

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, 4 მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს გავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენები კი – ამ დრომდე არ გამოჩენილან. სააგენტოს ცნობით, მათ მონადირეების ოჯახებმა გუშინ მიმართეს და შესაბამისად სამაშველო ღონისძიება გუშინვე დაიწყო. დღეს კი, ძებნის ოპერაცია განახლდა და მასში თბილისიდან მაშველების დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. ძებნის ღონისძიება ერთი ვერტმფრენით მდინარე კაბალის ხეობაში ტარდება.