ახალი ამბები

გურჯაანში არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს. გიორგი მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციას ჯერ არავინ არ დაუკავებია.
knews,ge-ს ინფორმაციით, მოზარდზე სექსუალური სახის ძალადობა განახორციელა 50 წლამდე მამაკაცმა, რომელსაც ფსიქიური პრობლემები აქვს, არასრულწლოვანს მცირე რაოდენობის თანხა გადაუხადა.  თანასოფლელების თქმით, მამაკაცი მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა. ოჯახს მომხდარის შესახებ აცნობა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რის შემდეგაც მათ სამართალდამცავებს მიმართეს.