ახალი ამბები

მუსიკალურმა ჯგუფმა „არამ“ თელავში კონცერტი გამართა

„ძალიან სასიამოვნოა, რომ თელავში ვიმყოფებოდით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქში კონცერტი ჩავატარეთ. თელაველებს ჩვენი შემოქმედებიდან საუკეთესო სიმღერები შევთავაზეთ. იმედია, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტი არ იქნება და თელავში ისევ ჩამოვალთ“, – განუცხადა knews.ge-ს ჯგუფის ვოკალისტმა ზურა ჯავახიამ. 
კონცერტი თელავის თავისუფლების სკოლის დახურვის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა. პროექტს პლატფორმა “ლიბანდაკი” და თავისუფალი დებატების ლიგა ერთობლივად ახორციელებდნენ.