ახალი ამბები

კოლეჯ ,,აისის” ბაზაზე ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების კურსი ფუნქციონირებს

,,აისის” დირექტორის, ნათელა პაპუნაშვილის განცხადებით, 6 წელია, რაც აღნიშნული კურსი სასწავლო დაწესებულების ბაზაზეა შექმნილი, რომლის მიზანიც გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადებაა.
,,აღნიშნული კურსი გაეროს განვითარების ფონდის დახმარებით დავამატეთ. მათივე დახმარებით გადმოგვეცა შესაბამისი აღჭურვილობა, რომელსაც წლების გამავლობაში ჩვენი ძალებით ვაახლებთ. ახლა გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბაზა და სტუდენტებს ვასწავლით, როგორ უნდა გამოიყენონ უახლესი დანადგარები ხილ-ბოსტნეულის გადამუშაების პროცესში. პროგრამები განათლების სამინისტროს ხარისხის ცენტრმა და ჩვენმა პედაგოგებმა შეიმუშავეს. სახელმწიფო გეგმავს გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუდენტები მოერგებიან ამ დარგს და შეეძლებათ მუშაობა. ყოველწლიურად 6-დან 10-მდე კურსდამთავრებულ სტუდენტს ვუშვებთ. იმის გამო, რომ საწარმოები მშენებარე მდგომარეობაშია, ჯერ მათ მუშაობა არ დაუწყიათ და დასაქმებულები ნაკლებად არიან. ჩვენ გვაქვს მინი საწარმო, რომელსაც კოლეჯში მოყვანილი ნედლეულით ვამუშავებთ”, – განუცხადა Knews.ge-ს ნათელა პაპუნაშვილმა.