ახალი ამბები

თელავში მასწავლებლის სახლი აშენდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე დამტკიცებულია კონცეპტუალური მოდელი, რომლის მიხედვით ქალაქში მასწავლებლის სახლი შეიქმნება. “აქამდე სკოლის მასწავლებლები ტრენინგებზე, სემნარებზე, კონფერენციებსა და სხვა სახის შეხვედრებზე თბილისში დადიოდნენ. მასწავლებლის სახლის აშენებით კახეთის რეგიონის პედაგოგებს ეს პრობლემა მოეხსნებათ”, – განუცხადა knews.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა.  მასწავლებლის სახლის ამოქმედება კახეთის რეგიონის გარდა, გურიაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთშიც იგეგმება.