ახალი ამბები

თესაუს პროფესორის მასალების საფუძველზე შსს-ს არქივმა სტალინზე ფილმი გადაიღო

პროფესორმა მოიძია დღემდე უცნობი დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს იოსებ ჯუღაშვილის ცხოვრების, თბილისის საულიერო სემინარიაში სწავლის, თელავში მისი რევოლუციური საქმიანობის და სტალინის ცხოვრების სხვა უცნობი ფაქტებს. 
“დასაბეჭდად მზად მაქვს გამოკვლევა სათაურით ,,უცნობი სტალინი“, რომელსაც თანდართული აქვს რამოდენიმე ასეული დოკუმენტის ასლი. შესაბამისი სახსრების მოძიების შემთხვევაში წიგნი გამოიცემა და შეავსებს სტალინის ცხოვრების დღემდე უცნობ ფურცლებს”, – განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.