ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა საპილოტე პროგრამას განახორციელებს

გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამა საპილოტეა და წელს ბიუჯეტიდან 5 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო მომავალ წელს მისი დაფინანსება გაიზრდება. ,,პროგრამის დამატების შესახებ ინიციატივა საკრებულოდან წამოვიდა. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უსინათლო მოქალაქეების დახმარებას და სხვადასხვა სახის ღონისძიებას. ჩვენ გავითვალისწინეთ ინიციატივა და 2016 წლის ბიუჯეტში ჩავსვით პროგრამა. ვფიქრობთ, რომ გაამართლებს და ეფექტური იქნება,’’– განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა.