ახალი ამბები

სოფელ სანიორეში ძალოსნობის კომპლექსი აშენდება

მისივე თქმით, აღნიშნული კომპლექსის აშენება ხელს შეუწყობს სპორტის პოპულარიზაციას. “შენობა, რომლის რეაბილიტაციაც მოხდება, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და დღემდე გამოუყენებელი იყო. ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან, კახი კახიაშვილთან ერთად შევარჩიეთ შენობა. ვფიქრობ ეს იქნება სპორტული ღონისძიებების ჩატარების ცენტრი თვითმმართველი თემის ახალგაზრდებისთვის და იმედი გვაქვს რომ ბევრი ჩემპიონები გვეყოლება,”– განაცხადა ალექსანდრე შათირიშვილმა.