ახალი ამბები

კახეთის რეგიონში ტემპერატურა დაეცა

თელავში, დღეს, 10 დეკემბერს, ნისლი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი, ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურში აცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოში 25 დეკემბრამდე საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია წვიმა და ქარი.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მომავალი 2 კვირის მანძლზე -2-5 გრადუსამდე დაეცემა. 10-დან 25 დეკემბრამდე დღისით +4+8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო 25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება.