ახალი ამბები

დედოფლისწყაროში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისი დაცხრილეს

,,დილით რომ მივიდა ბიუროს ხელმღვანელი ზურა ყოჩიაშვილი და ნახა რა სიტუაცია იყო, მეც დამირეკა და პოლიციასაც შეატყობინა. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობს კრიმინალისტიკური სამსახური,” – აცხადებს knews.ge-სთან კედელაშვილი. 

“ნაციონალური მოძრაობა” მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. “აგონიაში მყოფი ცანცარა პრემიერი საკუთარ მუნიციპალიტეტშიც კი ტყვიებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს. ხელისუფლების მავნებლობით და უუნარობით გამოწვეულ ხალხის პროტესტს ვერანაირი ტყვია და მუქარა ვერ შეაჩერებს. ეს ისტერია ძალიან მალე დასრულდება და დასრულდება თაღლითი ივანიშვილის კრიმინალი ხელისუფლების დამარცხებით”, – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნაციონალური მოძრაობის წევრი შაქრო ტერტერაშვილი. 
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.