ახალი ამბები

რეინჯერების ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დენიელ სეპიკმა საგრანტო ხელშეკრულებას უკვე მოაწერეს ხელი. დაცული ტერიტორიების სააგენტოში knews.ge-ს განუცხადეს, რომ კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.