ახალი ამბები

თელავის თეატრის ფასადის დემონტაჟში 120 ათასი ლარი დაიხარჯება

თეატრის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა, უსაფრთხოების მიზნით, ამ წუთებში მიმდინარეობს.  პარალელურ რეჟიმში თეატრისთვის ახალი ფასადის პროექტირებაზე მუშაობენ. ,,თელავის თეატრის იერსახის შეცვლა ქალაქის მერის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. თეატრის ახალ იერსახეზე მერიის წარმომადგენლები თელაველებთან ერთად იმსჯელებენ”, – აცხადებენ მერიაში.