ახალი ამბები

თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაცია თელავში გამართა

მინისტრმა კოდექსში შეტანილ ცვლილბებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი თქმით,  არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას, ნასამართლობის გაქარწყლებას, არასრულწლოვანთა მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას ამკვიდრებს და პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გულისხმობს. 

კოდექსი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ის მუხლები კი, რომელთა იმპლემენტაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, 2016 წლის განმავლობაში და 2017 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

შეხვედრის დასასრულს თესაუ-ს სტუდენტებს საჩუქრად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციური სისტემის ამსახველი ბუკლეტები, მაისურები და სხვადასხვა აქსესუარები გადაეცათ.  საზოგადოებისთვის კოდექსის გაცნობა და მის შესახებ მსჯელობა 2015 წლის იანვრიდან მიმდინარეობს.