ახალი ამბები

სოფელ ქისტაურში 63 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

შეგახსენებთ, ალექსი კივნიშვილი შვილმა და მეუღლემ ბოლოს ორი კვირის წინ, 18 ნოემბერს დილით ნახეს, როდესაც თანასოფლელის ვენახში სამუშაოდ წავიდა. ოჯახის ინფორმაციით, იგი ღამით სახლში აღარ დაბრუნებულა. საქმეში ჩართული იყო საგამოძიებო სტრუქტურებიც.
“მისი გარდაცვალების მიზეზი არ ვიცით. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა. ის წყნარი ადამიანი იყო”, – განუცხადა ტელეკომპანია ,,თანამგზავრს” ალექსი კივნიშვილის მეუღლემ თებრო კივნიშვილმა. 
63 წლის მამაკაცის თანასოფლელები აცხადებენ, რომ ალექსი კივნიშვილი სამუშაოდან სახლში ადრე დაბრუნდა და ის ბოლოს საღამოს 7 საათზე ნახეს.